Tuesday, April 29, 2014

AKM

1950-იან წლებში საბჭოთა არმიამ მოითხოვა ახალი მსუბუქი და ზუსტი თავდასხმითი შაშხანა. მიხეილ კალაშნიკოვმაც წარმოადგინა AK-47-გაუმჯობესებული ვერსია. შაშხანა 1959 წელს იქნა შეიარაღებაში მიღებული ნიშნულით AKM მსუბუქ ტყვიამფრქვევ RPK-სთან ერთად. ძალიან მალე AKM-მმა ფართო გავრცელება ჰპოვა მსოფლიოში. AKM-ი ამჟამად მინიმუმ 35 ქვეყნის შეიარაღებაშია. იგი ასევე ლიცენზიით იწარმოება რიგ ქვეყნებში. AKM ოპერირებადი შაშხანაა, შესაძლებელია შერჩევითი ცეცხლის წარმოება და იყენებს სტანდარტულ ა/ 7.62×39 მმ-იან ვაზნებს. AKM-ი 0.7 კგ-ით მსუბუქია ვიდრე მისი წინამორბედი AK-47-ი. სროლის სიზუსტეც გაუმჯობესდა სპეციალური შემაყოვნებელი მექანიზმის გამოყენებით.  AKM-ს რ დ ა ი  საიმედოობა, გამძლეობა, სიმარტივე და უღალატობა.
AKM-ი ხიშტ-დანით
ეს შაშხანა არ გაჭედავს და არ უმტყუნებს მსროლელს უსაშინლეს პირობებშიც კი. თავისუფლად შეუძლია ტალახში და წყალში დაუბრკოლებლად ფუნქციონირება. ეს იარაღი შეიძლება დაიშალოს ერთ წუთში შიშველი ხელებით, ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე. სწორედ დიზაინის სიმარტივე გახდა ამ შაშხანის მასობრივი წარმოების დაწყების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. AKM-ს რაც დასავლური იარაღების ქვემოთ აყენებს, არის შედარებით ცუდი სროლის სიზუსტე და ბალანსი. შაშხანის მარჯვენა მხარს მდებარეობს ცეცხლის რეჟიმის ამრჩევი სახელური, რომელიც სამ პოზიციაზე დგება: უსაფრთხოების, ნახევრად ავტომატურ და სრული ავტომატური ცეცხლის წარმოების რეჟიმებზე. AKM-ს უყენდება 30 ვაზნიანი ფოლადის მჭიდი. უფრო გვიანდელი წარმოების AKM-ს ასევე პლასტიკური მჭიდებიც უყენდება. შაშხანაში ასევე თავსებადია 40 და 75 ვაზნიანი მჭიდებიც (ეს უკანასკნელები RPK -ს “ეკუთვნის”). შაშხანიდან ცეცხლის წარმოების დიაპაზონი 100 მეტრიდან 1 000 მეტრამდეა, თუმცა მაქსიმალურად ეფექტური სროლის სიშორე 500-600 მეტრს შეადგენს. AKM-ს უმაგრდება ხის ან ფოლადის კონდახი, როგორც მის მოდიფიკაციას-AKMS-სს. AKMS-ი არის AKM-ის დამოკლებული ვარიანტი, რომელიც სადესანტო ჯარების შეიარაღებაში იყო AKS-74U-ს გამოჩენამდე (მცირე რაოდენობით შემდეგაც).
AKM-ი 75 ვაზნიან მჭიდთან და თავის დამოკლებულ ვარიანტ  AKMSU -თან ერთად
AKM-ის დამოკლებული ვერსია AKMSU სპეციალური ძალების და სამართალდამცველი ორგანოების შეიარაღებაშიც იყო. AKM-ის სახვა ვარიანტებზე AKMN და AKMSN-ზე თავსებადია ღამის ხედვის მოწყობილობები. ამ ახალ ტიპებზე შესაძლებელია მრავალპროფილიანი დანების დამაგრება და PBS-1ტიპის მაყუჩის მიყენებაც, რომელიც საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმების შეიარაღებაში ირიცხებოდა. ეს მაყუჩიანი ვარიანტები იყენებდნენ სპეციალურ ვაზნებს. AKM-ს ლულის ქვეშ უყენდება 40 მმ-იანი GP-25-ის ტიპის ლლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი. AKM-ის ლიცენზიით წარმოებული ვარიანტებია ბულგარეთული AKM-ი, კუბის AKM-ი, ეგვიპტის Maadi Misr-ი, უნგრეთის AKM-ი, ირანის KL-7-ი და პოლონეთის AKM-ი. 1974 წელს საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში მიიღო ახალი შაშხანა AK-74, რომელიც 5,45 x 39 მმ-იან  ვაზნებზე იყო (არის) გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ AKM-ი ამოღებულ იქნა შეიარაღებიდან, იგი კვლავ გამოიყენება რუსეთის არმიაში, როგორც სატადარიგო-საწვრთნელი შაშხანა.
AKM-ის მონაცემები :
კალიბრი7.62 x 39 მმ
წონა (ცარიელის)3.6 კგ
სიგრძე (კონდახით)880 მმ
ლულის სიგრძე415 მმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე715 მ/წმ
სწრაფსროლა წუთში660 გასროლა
მჭიდის ტევადობა30-40-75
მაქს. სროლის სიშორე1000 მ
სროლის ეფექტური არე300-400 მ

No comments:

Post a Comment