სადამ ჰუსეინი მოოქროვილი კალაშნიკოვებით თავისი უახლოესი გარემოცვიდან ხალხს უდიდესი პატივისცემისა და განსაკუთრებული დამსახურებებისთვის აჯილდოებდა.
ბრიტანელმა მხატვარმა, დემიენ ჰერსტმა კალაშნიკოვის ავტომატი ხელოვნების ნიმუშად აქცია. თუმცა რას წარმოადგენს ჰერსტის ნაშრომი, ჯერჯერობით, უცნობია. მისი საჯარო ჩვენება 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე შედგება.
გამოფენის იდეა ფოტოგრაფ ბრენ სიმონდს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ავღანეთში მსახურობდა. ხელოვანები ჩამოწერილი იარაღისგან სხვადასხვა სკულპტურებს ქმნიან, რომლებიც მსოფლიოში მშვიდობას პროპაგანდას უწევენ.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულმა იარაღმა – კალაშნიკოვის ავტომატმა მსოფლიო კულტურაში თავისი წვლილი უდაოდ შეიტანა. განსაკუთრებით დიდი კულტურული ზეგავლენა მან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მოახდინა.
კალაშნიკოვის ავტომატების ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაგრამ ექსპერტები ერთხმად აღიარებენ – ამ ციფრმა 100 000 000-ს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა. თუმცა მსოფლიო მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარს იცნობს.

მსოფლიოში ყველაზე “მდიდრული” კალაშნიკოვის პატრონი, ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი იყო. ყოფილი დიქტატორის ავტომატები სუფთა ოქროთი იყო დაფარული. ჰუსეინს რამდენიმე ათეული მოოქროვილი კალაშნიკოვის ავტომატი ჰქონდა.
ჰუსეინი იარაღის მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. უდიდესი პატივისცემისა და განსაკუთრებული დამსახურებებისთვის კი მოოქროვილი ავტომატებით თავის უახლოეს გარემოცვას აჯილდოებდა. ერთ-ერთი ასეთი ავტომატი ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში მოქმედ ავსტრალიის კონტიგენტს აჩუქეს. დღეს ის ავსტრალიის დედაქალაქის ერთ-ერთ მუზეუმშია გამოფენილი.

ერაყელი ლიდერის გარდა, კალაშნიკოვის ავტომატი სიმპათიებს სხვა ხალხშიც იწვევს. მაგალითად, სერბ კომპოზიტორ გორან ბრეგოვიჩის ერთ-ერთ სიმღერას “კალაშნიკოვი” ქვია.
1947 წელს გამოშვებული ავტომატის მოდელის (AK-47) პატივსაცემად, ახალი ზელანდიის ხაზინამ 2 დოლარის ნომინალის საიუბილეო მონეტები გამოუშვა. მათზე ავტომატის შემქმნელი – მიხეილ კალაშნიკოვი და თავად ავტომატია გამოსახული.
აფრიკაში კიდევ უფრო შორს წავიდნენ. შავი კონტინენტის ზოგიერთ ქვეყანაში კალაშნიკოვის ავტომატი იმდენად პოპულარულია, რომ ბიჭებს სახელად კალაშს არქმევენ.
აფრიკაში კიდევ უფრო შორს წავიდნენ. შავი კონტინენტის ზოგიერთ ქვეყანაში კალაშნიკოვის ავტომატი იმდენად პოპულარულია, რომ ბიჭებს სახელად კალაშს არქმევენ.
სახელებს რომ თავი გავანებოთ, ეს ავტომატი მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ბურკინა-ფასოსა (1984-დან 1997-მდე) და დასავლეთ ტიმორის სახელმწიფო გერბებსაც კი ამშვენებს. მოზამბიკის შემთხვევაში კი АК-74-ის ხილვა ქვეყნის სახელმწიფო დროშაზეც შეიძლება.
ეს ავტომატი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც არის მოხვედრილი – მსოფლიოში არსებული ყველა ცეცხლსასროლი იარაღის 15 %-ს სწორედ АК და მისი მოდიფიკაციები წარმოადგენენ.
No comments:
Post a Comment