АК-47 თავისი უამრავი ვარიანტებით ითვლება ყველაზე გავრცელებულ საარმიო ავტომატად მსოფლიოში(ავტომატური შაშხანა).ეს ავტომატი ამჟამად 45 ქვეყნის შეიარაღებაშია და გამოყენებულ იქნა (მისი შექმნის დღიდან 1940-იანი წლები)ყველა ომსა და კონფლიქტში. მის კონსტრუქციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელებულა,მაგრამ უამრავმა ქვეყანამ მოახდინა მისი მოდიფიცირება თავისი საჭიროებისდა მიხედვით. ამ სტატიაში გაგაცნობთ როგორც საქვეყნოდ პოპულარულ,ისე არცთუ ცნობილ ვარიანტებს.
ყვალა ეს მოდელი ეკუთვნის ცნობილ კალშნიკოვების კოლექციონერს-სტიუარტ მაკდენიელს.

1. ჩინური AK-47S. ნახევრად ავტომატური ვერსია, ლულა Тип 56, ვაზნები 7,62×39მმ. ეს არის რუსული АК-47 ყველაზე ზუსტი აასლიТип 3, რომელიც კი ჩინეთს როდესმე უწარმოებია.

2. ჩინური AKS. კალიბრი 7,62×39მმ, გვერდზე დასაკეცი კონდახით.

3. ჩინური 56. საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გაუარესების შემდეგ ჩინელებმა დაიწყეს საკუთარი ლულების წარმოება რომელიც გამოყენებულ იქნა ამ მოდელში.1950-წლიდა გამოშვებულ იქნა 10 დან 15 მილიონამდე ავტომატი.

4. MPi-KMS72 -გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.გვერდზე დასაკეცი კონდახით, კალიბრი 7,62×39მმ, აწარმოებდა აღმოსავლეთ გერმანული ფაბრიკა Ernst Thaelman. ძირითადად იყენებდნენ მოტომსროლელები და საჰაერო მედესანტეები.

5. ეგვიპტური ARM. ეგრედწოდებული მაადი, 80-იან წლებში მისი იმპორტირება მასიურად ხდებოდა აშშ-ში კომპანია Steyr-Daimler-Puch-ის მიერ. კალიბრი 7,62×39მმ,გვერდზე დასაკეცი კონდახით. რუსული АКМ-ის თითქმის ზუსტი ასლი.

6. უნგრული AKM-63. პირველი ნიმუშის წარმოება მოხდა 1963 წელს., AKM-63 – ეს არის ავტომატი ხის კონდახით და დამატებითი ხის სახელურით. ეს მოდელი აშშ-ში შეტანილ იქნა სულ 1100 ერთეული.

7. უნგრული AMD-65. კალიბრი 7,62×39 მმ, მოკლე ლულით- 12,6 დიუიმი,ისეთივე წინა სახელურით, როგორივ გააჩნია AKM-63-ს. აქვს გვერდით დასაკეცი კონდახი. მისი ნაკლებად გრძელი კონსტრუქცია და მოკლე ლულამოქმედებს მის სიზუსტეზე, მჭიდის ტევადობა-20 ვაზნა.

8. ერაყული ტაბუქი . ეს არის ავტომატ კალაშნიკოვის ერაყულე ვერსია,კალიბრი 7,62×39 მმ,იწარმოებოდა ქალაქ ალ ქადისიაში.საბაზო მოდელად გამოყენებულ იქნა იუგოსლავიური M70B2,კონდახის ბოლოს უკანა ნაწილში დამაგრებული აქვს რეზინის ფირფიტაუკუცემისაგან მიყენებული დარტყმების შესამცირებლად.მასზე შესაძლებელია დამაგრდეს ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი.მათი უმრავლესობა ამოღებულ იქნა ამერიკელების მიერ სამხედრო ოპერაციების დროს.

9. ერაყული ტაბუქ DMR. კალიბრი 7,62×39 მმ, ლულის სიგრძე – 23,6 დიუიმი, საშუალო მანძილიდან სამიზნის დასაზიანებლად,მასზე მაგრდება 4×24მმ ოპტიკური სამიზნე. ფოტოზე წარმოდგენილ მოდელზე დამაგრებულია რუსული ПСО-1, ასევე გვხვდება რუმინული LPS Type 2s და იუგოსლავიური ZRAK.

10. პოლონური PMKM. კალიბრი 7,62×39 მმ,ეს არის რუსული АКМ-ის ყველაზე ზუსტი ასლი.

10. პოლონური PMKM. კალიბრი 7,62×39 , მეტალის დასაკეცი კონდახით.

11. პოლონური PMKMS. კალიბრი 7,62×39 მმ, ქვემოთ დასაკეცი მეტალის კონდახით და პოლონური წარმოების ხიშტდანით.

12. პოლონური Tantal WZ88. კალიბრი 5,45×39 მმ, ამ მოდელით შესაძლებელია სროლა როგორც ავტომატურ რეჟიმში ისე ერთჯერადი გასროლები,ასევე ავტომატურ რეჟიმში შესაძლოა 3 -3 ტყვიის გასროლა.

13. რუმინული AIM-G. 1989 წელს რუმინეთში შეიქმნა 700 000-იანი «პატრიოტთა გვარდია», რომელიც შეიარაღებული იყო ნახევრადავტომატური PM md. 63 . ეს არის რუმინული ავტომატებიდან ყველაზე პოპულარული მოდელი.ამ მოდელის ავტომატების 20 000 ერთეული იქნა იმპორტირებული აშშ-ში. მისი კალიბრია 7,62×39 მმ.

14. რუმინული AIMS 74. კალიბრი 5,45×39 მმ.გვერდზე დასაკეცი კონდახით

15. რუმინული PM md. 63. მისი პირველი ნიმუში დამზადდა 1963 წელს და არის პირველი რუმინული ავტომატი კალიბრით 7,62×39 მმ. ამ მოდელსა და რუსულ АКМ-ს შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში-მისი საბრძოლო მექანიზმები ქრომირებულია.

16. რუმინული PM md. 65. პირველი რუმინული მოდელი ქვემოთ დასაკეცი კონდახით,კალიბრი 7,62×39მმ, გააჩნია ვერტიკალურად დამაგრებული წინა სახელური.

17. რუსული АКМ -ის ასლი სახელწოდებით-ჰაიბერის გასასვლელი. ჰაიბერის გასასვლელი – ეს არის რეგიონი ავღანეთსა და პაკისტანს შორის,სადაც გადის სავაჭრო გზების უმრავლესობა. ძირითადად ამ ავტომატებს ამზადებენ კუსტარულად სარდაფებში,არალეგალურად. კალიბრი 7,62×39 მმ,გააჩნია АКС-74-ს მაგვარი გვერდზე დასაკეცი კონდახი. ზუსტად ამ იარაღიდან ისროდა ვიდეოჩანაწერებში ცნობილი ტერორისტი უსამა ბენ ლადენი.

18. АКМС-საბჭოთა ვარიანტი.კალიბრი 7,62×39 მმ.გააჩნია გერმანული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის MP-40-ის მაგვარი მეტალის კონდახი, ლულა ქრომირებულია და მისი სიგრძეა 16,1 დიუიმი.ფოტოზე აღბეჭდილი ავტომატი აწყობილია იმ დეტალებით რომლებიც ისრაელის არმიამ 80-იან წლებში ამოიღო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დროს.

19. იუგოსლავიური M70-B1. კალიბრი 7,62მმ,გამოიყენებოდა იუგოსლავიის არმიის შესაიარაღებლად. აქვს ხის კონდახი,გააჩნია სამიზნე ყუმბარმტყორცნისათვის,ფოტოზე გამოსახულია ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმით საბრძოლო მდგომარეობაში.

20. იუგოსლავიური M92. ეს არის მოკლელულიანი АК,კალიბრი 7,62×39მმ და გამოიყენებოდა იუგოსლავიის სპეციალური დანიშნულების ძალების შესაიარაღებლად. კონდახი ეკეცება ქვემოთა მხრიდან.
No comments:
Post a Comment