СВД
სნაიპერული შაშხანა

საბჭოთა წარმოების სნაიპერული შაშხანა СВД ( Снайперская ВинтовкаДрагунова – დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა) კონსტრუქტორმა ევგენი დრაგუნოვმა მეოცე საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში შეიმუშავა. აღნიშნული სნაიპერული შაშხანის დიზაინი უკვე აპრობირებული იყო – ი. დრაგუნოვს ის უკვე გამოყენებული ჰქონდა თავისსავე შექმნილ სპორტულ შაშხანებში.
ახალი სნაიპერული შაშხანა საბჭოთა არმიის შეიარაღებაში 1963 წელს მიიღეს როგორც ქვეითთა ძირითადი სნაიპერული შაშხანა. ახალი შაშხანით მოძველებული სიმონოვის СКС-ის ტიპის თვითდამტენი კარაბინის ჩანაცვლება მოხდა წითელ არმიაში. ცოტა ხნის შემდეგ შაშხანა ასევე შევიდა ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნებისა და საბჭოთა კავშირისადმი ლოიალურად განწყობილი ქვეყნების არმიათა შეიარაღებაშიც. 1963 წლის შემდეგ შაშხანამ მონაწილეობა თითქმის ყველა ომსა თუ კონფლიქტში მიიღო, სადაც СВД-მ თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა. ამჟამად სნაიპერული შაშხანა 50-ზე მეტი ქვეყნის არმიისა და პოლიციის შეიარაღებაში იმყოფება.
დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა, საბჭოთა კავშირის/რუსეთის გარდა ლიცენზიურად იწარმოებოდა ჩინეთის და ირანის მიერ. ჩინური წარმოების შაშხანები Type 79-სა და Type 85-ის სახელით არის ცნობილი, ხოლო ირანული СВД, თავის მხრივ, ჩინური Type 79-ის ზუსტი ასლია.

შაშხანის ავტომატიკა დენთის წვისას გამოყოფილი აირების ლულის არხიდან გამოსვლის პრინციპზე მუშაობს. იარაღის გადასატენი სახელური მის მარჯვენა მხარეს არის განთავსებული. СВД-დან მხოლოდ ერთეულოვანი გასროლების წარმოებაა შესაძლებელი. ცეცხლის მართვის ბერკეტს ასევე შეთავსებული აქვს იარაღის დამცველის ფუნქციაც.
СВД საკმაოდ კარგი ერგონომიკის მქონე და ნორმალურად დაბალანსებული შაშხანაა. აღნიშნული მახასიათებლები იარაღის სიზუსტეს განაპირობებს. იარაღიდან დამიზნებით სროლა მისი ხელში ჭერის (სადგამების გარეშე) დროსაც მარტივად არის შესაძლებელი.
დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანის ერთ-ერთი მთვარი უპირატესობა სხვა იმდროინდელ სნაიპერულ შაშხანებთან შედარებით იყო ის, რომ აღნიშნული იარაღით აღჭურვილ სნაიპერს ერთი წუთის განმავლობაში დამიზნებით 30 ტყვიის გასროლა შეეძლო, მაშინ როდესაც სხვა სნაიპერული შაშხანების შემთხვევაში ეს 5-6 გასროლას არ აღემატებოდა წუთში.
სნაიპერული შაშხანა გათვლილია ჯერ კიდევ 1908 წელს შექმნილ 7.62 x 54მმ R კალიბრის „მოსინის“ ვაზნაზე. ამ ვაზნის სულ სამი ტიპის არსებობს: ჩვეულებრივი, მგეზავი და ჯავშანგამტანი-ცეცხლგამჩენი. გარდა ამისა, ასევე შექმნილია სპეციალური სნაიპერული ვაზნებიც, რომელთა ფოლადისგულიანი ტყიები სპეციალურად სნაიპერული შაშხანებისთვის შეიქმნა. ჩვეულებრივ ტყვიებთან შედარებით სნაიპერული ტყვიები 2.5-ჯერ უკეთესი სიზუსტის მიღწევის საშუალებას იძლევა.

იარაღის ლულის ბოლოში დაყენებულია ლულის მუხრუჭი, რომელიც გასროლისას გამოყოფილი უკუცემის ძალის შემცირებას უზრუნველყოფს. ის ასევე განაპირობებს გასროლისას გამოყოფილი ცეცხლის ალის ჩახშობას. სნაიპერული შაშხანისათვის ალჩამქრი მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ის ამცირებს სნაიპერის ადგილსამყოფელის აღმოჩენის შანსს ღამის პირობებში მოქმედებისას. ამასთანავე ის ზრდის შაშხანის სტაბილურობასა და ხელს უშლის იარაღის ლულაში ჭუჭყისა და მტვრის მოხვედრას.
სნაიპერული შაშხანის კვება 10 ვაზნიანი მჭიდდან ხდება. ვაზნები მჭიდში ორ რიგად თავსდება. СВД ნებისმიერ გარემოპირობებში მაღალი საიმედოობით გამოირჩევა. მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია არა მხოლოდ პროფესიონალი, არამედ არაკვალიფიციური, არაპროფესიონალი მსროლელებისთვისაც. მისი კონსტუქცია მძიმე ბრძოლების პირობების გათვალისწინებით არის შექმნილი.
სნაიპერულ შაშხანას ხისგნ დამზადებული კონდახი აქვს, რომელშიაცგამოჭრილია შაშხანის პისტოლეტის სახელურიც. კონდახს ასევე გააჩნიალოყის საბჯენიც, რომელიც გარკვეულწილად ამარტივებს დამიზნებისპროცესს, თუკი დამიზნება ოპტიკური სამიზნის გამოყენებით ხდება. მისიშაშხანიდან მოშორება მარტივად არის შესაძლებელი, ასევე შესაძლებელიამისი მოხსნა და იარაღის ნებისმიერ მხარეს დამაგრება, როგორც ესმსროლელს მოესურვება.
СВД-ს ტიპის ყველა შაშხანას სტანდარტულად აქვს ღია ტიპის რეგულირებადი სამიზნეები. გარდა ამისა, იარაღზე შესაძლებელია 4x-იანი გადიდების მქონე ПСО-1-ის ტიპის ოპტიკური სამიზნის, ისევე, როგორც მისი შედარებით გვიანდელი ვერსიის – ПСО-1М2-ის დამონტაჟება. შაშხანის ოპტიკურ სამიზნეს გააჩნია სპეციალური სკალა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მიახლოებითი მანძილის გამოთვლა სამიზნემდე. შაშხანის ოპტიკურ სამიზნეს ასევე გააჩნია სპეციალური შიდა განათება, მისი ეს მახასიათებელი საგრძნობლად აადვილებს დამიზნებას ბინდში. СВД-ზე შესაძლებელია რამდენიმე ტიპის ღამის ხედვის სამიზნე სისტემის დაყენებაც.

СВД-ზე შესაძლებელია ისეთივე მრავალფუნქციური ხიშტ-დანის დამაგრება, როგორიც აქვს AK-ს სერიის ავტომაურ შაშხანებს. აღნიშნული ხიშტ-დანა, როგორც წესი, გამოიყენება ხელჩართული ბრძოლისას, მავთულების გადასაჭრელად, ჩაქუჩად და ნაღმების აღმოსაჩენად და სხვა. ამ ფაქტში საინტერესოა ის, რომ СВД არის მსოფლიოში ერთადერთი სნაიპერული შაშხანა, რომელზედაც ხიშტ-დანის დამაგრებაა შესაძლებელი. შაშხანაზე ასევე შესაძლებელია მაყუჩის დაყენებაც, რომელიც არათუ ადაბლებს იარაღის სიზუსტეს, არამედ პირიქით, რამდენადმე ამაღლებს კიდეც მას, მაყუჩის გარეშე სროლასთან შედარებით.
1991 წელს დრაგუნოვის სნაიპერულ შაშხანას მოდერნიზაცია ჩაუტარდა. მოდერნიზებულ შაშხანას СВД-С-ი (Снайперская Винтовка ДрагуноваСкладная – დრაგუნოვის დასაკეცი სნაიპერული შაშხანა ) ეწოდა და საჰაერო-სადესანტო ძალების შეიარაღებაში შევიდა. ახალ შაშხანას, წინა მოდელთან შედარებით, გაუმჯობესებული ავტომატიკა, შედარებით მძიმე, მასიური ლულა, მოდერნიზებული ლულის კოლოფი, 30 მმ-ით დამოკლებული, 590 მმ-ის სიგრძის ლულა და ახალი ალჩამქრობი აქვს. СВД-С-ის კონდახი მეტალისგან ან პოლიმერული მასალებისაგან არის დამზადებული. მისი დაკეცვა შესაძლებელია და მარჯვენა მხარეს იკეცება. საერთო ჯამში, ახალი СВД-С-ის სიგრძე СВД-სთან შედარებით 21%-ით არის შემცირებული. 1991 წლიდან, СВД-С-თან ერთად ასევე იწარმოება ჩვეულებრივი СВД-ც, თუმცა მას ორიგინალი შაშხანისაგან პოლიმერული მასალებისაგან დამზადებული კონდახი და მჭიდი გამოარჩევს.

სნაიპერული შაშხანა СВД-ს კიდევ ერთი მოდიფიკაცია, სახელწოდებით „ტიგრი“ კომერციული მოგებისთვის შეიქმნა და სამოქალაქო სექტორისთვის არის განკუთვნილი. მას, ორიგინალთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებული, 530 მილიმეტრის სიგრძის ლულა აქვს. სხვა მხრივ, მისი კონსტრუქცია СВД-საგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.

ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები
კალიბრი
|
7.62 მმ
|
ვაზნა
|
7.62 x 54R
|
ზომები და წონა:
| |
სრული წონა (ცარიელი მჭიდით)
|
3 700 გრამი
|
სრული მასა (ოპტიკური სამიზნითა და ცარიელი მჭიდით)
|
4 300 გრამი
|
სრული სიგრძე
|
1 225 მმ
|
ლულის სიგრძე
|
620 მმ
|
საცეცხლე მახასიათებლები:
| |
ტყვიის საწყისი სიჩქარე
|
830 მ/წმ
|
სროლის ტემპი
|
35 – 40 გასრ./წთ
|
პრაქტიკული სწრაფსროლა
|
3 – 30 გასრ./წთ
|
მჭიდის ტევადობა
|
10 ვაზნა
|
სამიზნე მანძილი
|
1 200 მ
|
ეფექტური ცეცხლის სიშორე
|
800 მ
|
ეფექტური ცეცხლის სიშორე ოპტიკით
|
1 300 მ
|

СВД-С-ის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი (მმ)
|
7,62 x 39
|
საკეტის მუშაობის პრინციპი
|
გასროლისას გამოყოფილი აირები
|
სროლის ეფექტური მანძილი (მ)
|
1300/1200
|
სრული სიგრძე (მმ)
|
1135
|
წონა (გრ)
|
4,680
|
ლულის სიგრძე (მმ):
|
590
|
სროლის ტემპი (გასრ./წთ)
|
30
|
ტყვიის საწყისი სიჩქარე (მ/წმ)
|
810
|
მჭიდის ტევადობა
|
10
|
No comments:
Post a Comment