ბლოგი კალაშნიკოვზე
Thursday, May 7, 2015
Tuesday, May 13, 2014
პრეზენტაცია
პრეზენტაცია Power Point Show ფორმატში ჩამოტვირთვა
პრეზენტაცია Power Point Edit ფორმატში ჩამოტვირთვა
Tuesday, April 29, 2014
AK 74

AK-74 საიერიშო ავტომატური შაშხანზე მუშაობა დაიწყეს 1960 წელს, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის პასუხი ამერიკული M16-სადმი. ოფიციალური მოთხოვნა გამოიცა 1966 წელს. AK-74 იყო გაუმჯობესებული ვარიანტი AKM-ისა. საბჭოთა არმიამ AK-74 1974 წელს მიიღო შეიარაღებაში. ეს შაშხანა გათვლილია ახალ,5.45 x 39 მმ მცირე კალიბრის, მაღალი სიჩქარის ვაზნებზე. დიზაინი AK-74-ისა ძალინ გავს AKM-ის დიზაინს და მათი ნაწილების 53% ერთიდაიგივეა. AK-74 არის რუსეთის არმიის სტანდარტული შაშხანა და ჯერჯერობით მას შემცვლელი არ გამოუჩნდა. ასევე AK-74 მინიმუმ 30 ქვეყნის შეიარაღებაშია. ამ იარაღს ლიცენზიით ასევე აწარმოებს ბულგარეთი, გერმანია, პოლონეთი და რუმინეთი.

AK-74
AK-74 გაუმჯობესდა სროლის სიზუსტის მიმართულებით AKM-თან შედარებით. ეს იარაღის ინარჩუნებს ყველა დადებით და უარყოფით მხარეებს, დიზაინიდან დაწყებული საიმედოობით, სიმარტივით, გამძლეობით და ტექნიკური მხარით დამთავრებული. ეს იარაღი არ იჭედება და არ უმტყუნებს მსროლელს (რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე) ძალინ ცუდ პირობებშიც კი. საიმედოა მტვერში, წყალში, ტალახში და ყველანაირ სიბინძურეში. მისი დიზაინის სიმარტივე გახდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მისი მასობრივი წარმოების დაწყებისა. AK-74-ის უარყოფით მხარეებად შეიძლება ჩაითვალოს ცუდი ბალანსი სროლისას და ერგონომიკა, რითიც გამოირჩევიან დასავლური იარაღები. AK-74-ზე შეიძლება ცეცხლის ოპერირება და შერჩევა. 5.45 x 39 მმ-იანი ტყვიები შედარებით გრძელია ვიდრე სხვა ანალოგიური შაშხანებისა. კომბინირებული უსაფრთხოების, ცეცხლის სელექტორი და ჩამკეტების ჯგუფი მდებარეობს “უსაფრთხო” ადგილას. ავტომატის გვერდითა მხარეს, შუა ადგილას არის ბერკეტი, საიდანაც ხდება ავტომატური და ერთჯერადი სროლის მისიის არჩევა. შაშხანას აქვს 30 ვაზნიანი მჭიდი, რომელშიც ტყვიები ორ რიგად, ჰორზონტალურად თავსდებიან. ასევე შეიძლება დაუყენდეს 45 ვაზნიანი მჭიდიც. AK-74-ის ეფექტური მოქმედების დიაპაზონი 100-დან 1 000-მეტრამდეა. (გარანტირებული დიაპაზონი 500 მეტრია, საშუალო მსროლელისათვის).
გვიან წარმოების მოდელები AK-74-ისა დამზადებულია პლასტიკური და პოლიმერული მასალებისაგან. ლულის ქვეშ უყენდება სპეციალური ხიშტ-დანა ან 40 მმ-იანი GP-25-ის ტიპის ლულიქვეშა ყუმბარმტყორცნი. AK-74-ს უყენდება PBS-4 ტიპის მაყუჩი.
გვიან წარმოების მოდელები AK-74-ისა დამზადებულია პლასტიკური და პოლიმერული მასალებისაგან. ლულის ქვეშ უყენდება სპეციალური ხიშტ-დანა ან 40 მმ-იანი GP-25-ის ტიპის ლულიქვეშა ყუმბარმტყორცნი. AK-74-ს უყენდება PBS-4 ტიპის მაყუჩი.

AK-74U
AKS-74 შექმნილია სპეციალურად სადესანტო ჯარებისათვის. მას აქვს სპეციალური დასაკეცი კონდახი. ასევე არსებობა AK74-ის დამოკლებული ვარიანტი AKS-74U, რომელიც განკუთვნილია სპეცდანიშნულების რაზმებისთვის, პოლიციისთვის, საჰაერო ძალების და სახმელეთო მძიმე ტექნიკის (ტანკები, არტილერია) ეკიპაჟებისთვის. AK-74N (N2) და AKS-74N (N2) ვარიანტებს უყენდება ღამის ხედვის მოწყობილობები და ოპტიკური სამიზნეები. გაუმჯობესებული ვარიანტის-AK-74M-ის წარმოება დაიწყო 1991 წლიდან. მას აქვს გვერდითი დასაკეცი მყარი პლასტმასის კონდახი. ამ ვერსიას ასევე უყენდება ოპტიკა და ღამის ხედვა. მან უნდა შეცვალოს AK-74 და AKS-74. ამჟამად AK-74M ისევ სერიულ წარმოებაშია.

AK-74M
პირდაპირი ასლები ამ იარაღისა არის ბულგარული AK-47 და ჩინეთის ტიპი-56/88.
დოსიე:
კალიბრი | 5.45×39 (მმ) |
წონა (ცარიელის) | 3.07 (კგ) |
სიგრძე | 1089 (მმ) |
ლულის სიგრძე | 415 (მმ) |
ტყვიის საწყისი სიჩქარე | 900 მ/წმ |
ცეცხლის ციკლური წარმოება | 600rpm |
მინიმალური სიშორე (დიაპაზონი) | 40-100 (მ) |
მაქსიმალური სიშორე | 1000 (მ) |
ეფექტური სიშორე | 500 (მ) |
მჭიდი (ვაზნა) | 30-45 |
AKS – 74U

AKS-74U არის მცირე ზომის თავდასხმითი ავტომატი, რომელიც მოდიფიცირებულია AK-74 შაშხანიდან. დამოკლებული შაშახანის ლულის სიგრძე მხოლოდ 200 მმ-ს შეადგენს. ეს ახალი ვარიანტი შექმნეს იმიტომ, რომ მას შეეცვალა მოძველებული ასევე მცირე ზომის თავდასხმითი ავტომატი-AKMSU, რომელიც 7.62 x 39 მმ-იან ვაზნებს იყენებს. AKS-74U შეიქმნა კალაშნიკოვის ავტომატების სქემით. თავდაპირველად AKS-74U განკუთვნილი იყო სადესანტო ჯარებისათვის, მაგრამ ავტომატმა ვერ შეძლო სადესანტო ჯარებისთვის “თავის მოწონება” და მას იყენებდნენ (იყენებენ) როგორც მეორად იარაღს ანუ ამ ავტომატებით შეაიარაღეს ტანკების, არტილერიის, ავიაციის და მომსახურების ეკიპაჟები. გარდა ამისა, AKS-74U-ს იყენებენ ანტიტერორისტული, სამართალდამცველი ძალები, სპეციალური დანიშნულების რაზმები და ა.შ. AK-74-თან შედარებით მის მოდიფიკაციას ტყვიის საწყისი სიჩქარე ნაკლები აქვს, ხოლო ეფექტური ცეცხლის წარმოების დიაპაზონის შემცირება პირდაპირპროპორციულია ლულის სიგრძის შემცირებისა, თუმცა AKS-74U-ს აქვს გაცილებით მაღალი შესაძლებლობები ვიდრე ნებისმიერ პისტოლეტს და მისი სწრაფსროლაც აღემატება AK-74-ის სწრაფსროლას.
AKS – 74U მაყუჩით
ტაქტიკურად AKS-74U ძალიან მოსახერხებელია ეკიპაჟებისთვის თავდაცვითი იარაღის კატეგორიაში: მას აქვს მცირე ზომები, მსუბუქია და განკუთვნილია მოკლე დისტანციაზე საბრძოლველად. AKS-74U-იდან სროლისას დაგროვებული გაზები გამოიყოფა ლულაში დატანებული სპეციალური ჭრილებიდან. შაშხანიდან შესაძლებელია ავტომატური და ნახევრად ავტომატური ცეცხლის წარმოება. გადამტენი სახელური განთავსებულია კორპუსის მარჯვენა მხარეს. ამ სახელურს აქვს სამი პოზიცია: უსაფრთხოების, ავტომატური და ნახევრად ავტომატური ცეცხლის წარმოების. იარაღი შეიძლება დაიშალოს (არასრულად) ერთ წუთში. კალაშნიკოვის ეს ვარიანტი, ისევე როგორც ყველა, მარტივია გამოსაყენებლად და ადვილია მისი შენახვა. ჯარისკაცებს კი ყველაფერს ურჩევნიათ მარტივი, საიმედო და გამძლე იარაღი “ედგეთ” გვერდში ბრძოლის ველზე. ისევე, როგორც “კალაშნოკოვის” ყველა შაშხანა, AKS-74U-ც არასდროს უღალატებს მსროლელს არც წვიმაში, არც ტალახში და არც სიცხეში. ასევე იარაღი დაბრკოლებების გარეშე ისვრის ძალიან დაბალ ტემპერატურაზეც. AKS-74U-ს უყენდება 30 ან 45 ვაზნიანი მჭიდები. ავტომატის სახელური პლასტიკური მასალითაა დამზადებული. AKS-74U-ს აქვს დასაკეცი ფოლადის კონდახი AK-74-ს მსგავსად.

ოპტიკით აღჭურვილი AKS – 74U
სროლისას გამოყოფილი დიდი წნევის გამო მწარმოებლები იძულებული გახდნენ AK-74-ის ლულის სისტემა გამოეყენებინათ. AKS-74U-ს ლულის ბოლო გადიდებულია სიგანეში, რომელიც გაზებს ანეიტრალებს და უკუცემას არეგულირებს. ავტომატს შესაძლებელია მაყუჩი მიუყენდეს. იარაღი გამოყენება შეიძლება მოძრავი მანქანიდანაც, სადაც AKS-74-ის გამოყენება მისი პარამეტრებიდან გამომდინარე მოუხერხებელია.
ვარიანტები:
AKS-74U-ს აქვს მოდიფიკაციები. ესენია AKS-74UN და AKS-74UN2.
მონაცემები:
კალიბრი | 5.45 მმ |
საბრძოლო ვაზნა | 5.45 x 39 მმ |
სრული წონა (მჭიდიანად) | 3200 გრ |
წონა მჭიდის გარეშე | 2485 გრ |
სიგრძე | 730 მმ |
სიგრძე (დაკეცილი კონდახით) | 490 მმ |
ლულის სიგრძე | 200 მმ |
ტყვიის საწყისი სიჩქარე | 735 მ/წმ |
სწრაფსროლა წუთში | 700 გასროლა |
ეფექტური დიაპაზონი ცეცხლის წარმოებისა | 300-400 მ |
მჭიდის ტევადობა | 30-45 ვაზნა |
AKM
1950-იან წლებში საბჭოთა არმიამ მოითხოვა ახალი მსუბუქი და ზუსტი თავდასხმითი შაშხანა. მიხეილ კალაშნიკოვმაც წარმოადგინა AK-47-ისგაუმჯობესებული ვერსია. შაშხანა 1959 წელს იქნა შეიარაღებაში მიღებული ნიშნულით AKM მსუბუქ ტყვიამფრქვევ RPK-სთან ერთად. ძალიან მალე AKM-მმა ფართო გავრცელება ჰპოვა მსოფლიოში. AKM-ი ამჟამად მინიმუმ 35 ქვეყნის შეიარაღებაშია. იგი ასევე ლიცენზიით იწარმოება რიგ ქვეყნებში. AKM ოპერირებადი შაშხანაა, შესაძლებელია შერჩევითი ცეცხლის წარმოება და იყენებს სტანდარტულ საბჭოთა/რუსულ 7.62×39 მმ-იან ვაზნებს. AKM-ი 0.7 კგ-ით მსუბუქია ვიდრე მისი წინამორბედი AK-47-ი. სროლის სიზუსტეც გაუმჯობესდა სპეციალური შემაყოვნებელი მექანიზმის გამოყენებით. AKM-ის მთავარ ღირსებებად ითვლება მისი უბადლო საიმედოობა, გამძლეობა, სიმარტივე და უღალატობა.

AKM-ი ხიშტ-დანით
ეს შაშხანა არ გაჭედავს და არ უმტყუნებს მსროლელს უსაშინლეს პირობებშიც კი. თავისუფლად შეუძლია ტალახში და წყალში დაუბრკოლებლად ფუნქციონირება. ეს იარაღი შეიძლება დაიშალოს ერთ წუთში შიშველი ხელებით, ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე. სწორედ დიზაინის სიმარტივე გახდა ამ შაშხანის მასობრივი წარმოების დაწყების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. AKM-ს რაც დასავლური იარაღების ქვემოთ აყენებს, არის შედარებით ცუდი სროლის სიზუსტე და ბალანსი. შაშხანის მარჯვენა მხარს მდებარეობს ცეცხლის რეჟიმის ამრჩევი სახელური, რომელიც სამ პოზიციაზე დგება: უსაფრთხოების, ნახევრად ავტომატურ და სრული ავტომატური ცეცხლის წარმოების რეჟიმებზე. AKM-ს უყენდება 30 ვაზნიანი ფოლადის მჭიდი. უფრო გვიანდელი წარმოების AKM-ს ასევე პლასტიკური მჭიდებიც უყენდება. შაშხანაში ასევე თავსებადია 40 და 75 ვაზნიანი მჭიდებიც (ეს უკანასკნელები RPK -ს “ეკუთვნის”). შაშხანიდან ცეცხლის წარმოების დიაპაზონი 100 მეტრიდან 1 000 მეტრამდეა, თუმცა მაქსიმალურად ეფექტური სროლის სიშორე 500-600 მეტრს შეადგენს. AKM-ს უმაგრდება ხის ან ფოლადის კონდახი, როგორც მის მოდიფიკაციას-AKMS-სს. AKMS-ი არის AKM-ის დამოკლებული ვარიანტი, რომელიც სადესანტო ჯარების შეიარაღებაში იყო AKS-74U-ს გამოჩენამდე (მცირე რაოდენობით შემდეგაც).

AKM-ი 75 ვაზნიან მჭიდთან და თავის დამოკლებულ ვარიანტ AKMSU -თან ერთად
AKM-ის დამოკლებული ვერსია AKMSU სპეციალური ძალების და სამართალდამცველი ორგანოების შეიარაღებაშიც იყო. AKM-ის სახვა ვარიანტებზე AKMN და AKMSN-ზე თავსებადია ღამის ხედვის მოწყობილობები. ამ ახალ ტიპებზე შესაძლებელია მრავალპროფილიანი დანების დამაგრება და PBS-1ტიპის მაყუჩის მიყენებაც, რომელიც საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმების შეიარაღებაში ირიცხებოდა. ეს მაყუჩიანი ვარიანტები იყენებდნენ სპეციალურ ვაზნებს. AKM-ს ლულის ქვეშ უყენდება 40 მმ-იანი GP-25-ის ტიპის ლლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი. AKM-ის ლიცენზიით წარმოებული ვარიანტებია ბულგარეთული AKM-ი, კუბის AKM-ი, ეგვიპტის Maadi Misr-ი, უნგრეთის AKM-ი, ირანის KL-7-ი და პოლონეთის AKM-ი. 1974 წელს საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში მიიღო ახალი შაშხანა AK-74, რომელიც 5,45 x 39 მმ-იან ვაზნებზე იყო (არის) გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ AKM-ი ამოღებულ იქნა შეიარაღებიდან, იგი კვლავ გამოიყენება რუსეთის არმიაში, როგორც სატადარიგო-საწვრთნელი შაშხანა.
AKM-ის მონაცემები :
კალიბრი | 7.62 x 39 მმ |
წონა (ცარიელის) | 3.6 კგ |
სიგრძე (კონდახით) | 880 მმ |
ლულის სიგრძე | 415 მმ |
ტყვიის საწყისი სიჩქარე | 715 მ/წმ |
სწრაფსროლა წუთში | 660 გასროლა |
მჭიდის ტევადობა | 30-40-75 |
მაქს. სროლის სიშორე | 1000 მ |
სროლის ეფექტური არე | 300-400 მ |
ოქროს კალაშნიკოვი
სადამ ჰუსეინი მოოქროვილი კალაშნიკოვებით თავისი უახლოესი გარემოცვიდან ხალხს უდიდესი პატივისცემისა და განსაკუთრებული დამსახურებებისთვის აჯილდოებდა.
ბრიტანელმა მხატვარმა, დემიენ ჰერსტმა კალაშნიკოვის ავტომატი ხელოვნების ნიმუშად აქცია. თუმცა რას წარმოადგენს ჰერსტის ნაშრომი, ჯერჯერობით, უცნობია. მისი საჯარო ჩვენება 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე შედგება.
გამოფენის იდეა ფოტოგრაფ ბრენ სიმონდს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ავღანეთში მსახურობდა. ხელოვანები ჩამოწერილი იარაღისგან სხვადასხვა სკულპტურებს ქმნიან, რომლებიც მსოფლიოში მშვიდობას პროპაგანდას უწევენ.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულმა იარაღმა – კალაშნიკოვის ავტომატმა მსოფლიო კულტურაში თავისი წვლილი უდაოდ შეიტანა. განსაკუთრებით დიდი კულტურული ზეგავლენა მან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მოახდინა.
კალაშნიკოვის ავტომატების ზუსტი რაოდენობა უცნობია. მაგრამ ექსპერტები ერთხმად აღიარებენ – ამ ციფრმა 100 000 000-ს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა. თუმცა მსოფლიო მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარს იცნობს.

მსოფლიოში ყველაზე “მდიდრული” კალაშნიკოვის პატრონი, ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი იყო. ყოფილი დიქტატორის ავტომატები სუფთა ოქროთი იყო დაფარული. ჰუსეინს რამდენიმე ათეული მოოქროვილი კალაშნიკოვის ავტომატი ჰქონდა.
ჰუსეინი იარაღის მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. უდიდესი პატივისცემისა და განსაკუთრებული დამსახურებებისთვის კი მოოქროვილი ავტომატებით თავის უახლოეს გარემოცვას აჯილდოებდა. ერთ-ერთი ასეთი ავტომატი ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში მოქმედ ავსტრალიის კონტიგენტს აჩუქეს. დღეს ის ავსტრალიის დედაქალაქის ერთ-ერთ მუზეუმშია გამოფენილი.
ჰუსეინი იარაღის მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. უდიდესი პატივისცემისა და განსაკუთრებული დამსახურებებისთვის კი მოოქროვილი ავტომატებით თავის უახლოეს გარემოცვას აჯილდოებდა. ერთ-ერთი ასეთი ავტომატი ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში მოქმედ ავსტრალიის კონტიგენტს აჩუქეს. დღეს ის ავსტრალიის დედაქალაქის ერთ-ერთ მუზეუმშია გამოფენილი.
ერაყელი ლიდერის გარდა, კალაშნიკოვის ავტომატი სიმპათიებს სხვა ხალხშიც იწვევს. მაგალითად, სერბ კომპოზიტორ გორან ბრეგოვიჩის ერთ-ერთ სიმღერას “კალაშნიკოვი” ქვია.
1947 წელს გამოშვებული ავტომატის მოდელის (AK-47) პატივსაცემად, ახალი ზელანდიის ხაზინამ 2 დოლარის ნომინალის საიუბილეო მონეტები გამოუშვა. მათზე ავტომატის შემქმნელი – მიხეილ კალაშნიკოვი და თავად ავტომატია გამოსახული.
აფრიკაში კიდევ უფრო შორს წავიდნენ. შავი კონტინენტის ზოგიერთ ქვეყანაში კალაშნიკოვის ავტომატი იმდენად პოპულარულია, რომ ბიჭებს სახელად კალაშს არქმევენ.
აფრიკაში კიდევ უფრო შორს წავიდნენ. შავი კონტინენტის ზოგიერთ ქვეყანაში კალაშნიკოვის ავტომატი იმდენად პოპულარულია, რომ ბიჭებს სახელად კალაშს არქმევენ.
სახელებს რომ თავი გავანებოთ, ეს ავტომატი მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ბურკინა-ფასოსა (1984-დან 1997-მდე) და დასავლეთ ტიმორის სახელმწიფო გერბებსაც კი ამშვენებს. მოზამბიკის შემთხვევაში კი АК-74-ის ხილვა ქვეყნის სახელმწიფო დროშაზეც შეიძლება.
ეს ავტომატი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც არის მოხვედრილი – მსოფლიოში არსებული ყველა ცეცხლსასროლი იარაღის 15 %-ს სწორედ АК და მისი მოდიფიკაციები წარმოადგენენ.
APS წყალქვეშა საიერიშო შაშხანა
APS არის რუსული AK-47-ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ვარიანტი. ის საბჭოთა კავშირმა შექმნა 1970-იან წლებში. იარაღი განკუთვნილი იყო საბჭოთა სპეცდანიშნულების რაზმებისთვის-სამხედრო მყვინთავებისთვის, რომლებიც ამ იარაღით უნდა გასწორებოდნენ მომხდურებს. კონკრეტულად ეს მომხდური გახლდათ ბრიტანულიSAS-ი და ბრიტანელი საზღვაო ქვეითები. ეს უცნაური შაშხანა დააპროექტა და ააწყო ცნობილმა საიარაღო ქარხანა Tula-მ. იარაღი იყენებდა 5.66×39 MPS-ის ტიპის ვაზნებს. ეს ვაზნები სპეციალურად წყალქვეშ სასროლად შეიქმნა და შეეძლოთ ნებისმიერი წყალქვეშა აღჭურვილობის გახრეტა და მათში გაღწევა (ჩაფხუტები, ნიღბები, სამხედრო ჟანგბადის ბალონები, ჯავშანჟილეტები). იარაღიდან აირის გამოდევნის სისტემა ისე იყო დაპროექტებული, რომ გასროლის შემდეგ არ ამღვრევდა გარშემო წყალს, არ აკეთებდა ბუშტუკებს და ამით არ უშლიდა ხელს მსროლელის მხედველობას. იარაღის მჭიდში 24 ტყვია ჩადიოდა. იარაღი ეფექტური იყო 30-50 მეტრზე წყალქვეშ. მისი რესურსი კი 2000 გასროლას მოიცავდა.
Subscribe to:
Posts (Atom)